ჯონ, მოწყენილი ჩანხარ. შენს კლასელებთან პრობლემები ხომ არ გაქვს?
Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » ბულინგი » ჯონ, მოწყენილი ჩანხარ. შენს კლასელებთან პრობლემები ხომ არ გაქვს?
მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენს ღელვას და ფიქრებს გულახდილად უზიარებთ შვილს. შეარჩიეთ შესაბამისი სიტუაცია ღია საუბრისთვის. ბავშვებისთვის ხშირად გაცილებით მარტივია შემთხვევითი და დაუგეგმავი დიალოგი. ერთად სეირნობა, თავსატეხი თამაშების ამოხსნა, სადღაცას წასვლა არის საუკეთესო ფორმა ასეთი ტიპის საუბრებისთვის.
უნდა გაითვალისწინოთ დრო, რომელიც ბავშვს სჭირდება ასეთი გულახდილი საუბრისთვის, მისი დროში შეზღუდვა მხოლოდ გაართულებს საქმეს.
საუბრის დაწყების გაადვილებისთვის, კარგი ინიციატივაა, საკუთარი გამოცდილების გაზიარება (იხილეთ მაგალითი). მაგალითად, საუბარი თქვენს პრობლემებზე, რომლებიც გქონდათ სკოლაში სხვა ბავშვებთან.
თუ ჯონი გაიხსნება და მოისურვებს საუბარს თქვენთან, თავი აარიდეთ მის დადანაშაულებას. მსგავსი განცხადებები, როგორიცაა “რატომ არ მითხარი ადრე, ამის შესახებ? რატომ არ უთხარი მასწავლებელს?”. მან ეს შეიძლება აღიქვას, როგორც დაკითხვა და მასში შეიძლება აღძრას დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი და რისხვა.
თქვენ მას შეგიძლიათ დაუდასტუროთ მხარდაჭერა და აგრძნობინოთ, რომ მის გრძნობებს სერიოზულად აღიქვამთ: “მესმის, რომ ამან შენ დაგანაღვლიანა, გიგებ, რომ აღარ გინდა სკოლაში სიარული.”
თქვენ უფრო ნათელ სურათს დაინახავთ, როდესაც საკითხს განიხილავთ მასწავლებელთან. ამის შესახებ რჩევების მისაღებად გადადით აქ.