სხეული და სექსუალური განათლება

Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » სხეული და სექსუალური განათლება

 

დენისი არის 6 წლის და დაინტერესდა მისი სხეულით. ის თავის შიშველ სხეულს აბაზანაში აკვირდება და ერთ დილასაც მოგმართათ კითხვით.

წაიკითხეთ მეტი

ვინ არ დაბნეულა ასეთი პირდაპირი შეკითხვის გამო? ბევრი მშობელი თავს შებოჭილად და დარცხვენილად გრძნობს, როდესაც სექსუალური ტიპის საკითხები წამოიჭრება ხოლმე განსახილველად. იმის გამო, რომ ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, ვითარდება მისი სხეულის ნაწილები, აუცილებელია, ვესაუბროთო მას გარკვეულ საკითხებზე. ინფორმაციის მუდმივი გაცვლა და ადრეულ ასაკშივე მსგავს თემებზე საუბარი ბავშვს მატებს საკუთარი თავის რწმენას: იმათმა, ვინც იციან საკუთარი სხეული, იციან ისიც, თუ როგორ დაიცვან. ამრიგად, ღია საუბრები სექსუალური ტიპის საკითხებზე, ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, რომ აღმოაჩინონ თავიანთი თავები და სხეული, მათი საჭიროებების შესაბამისად. მეტიც, ეს მათ აძლიერებთ, ხდებიან თავდაჯერებულები და ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განსხვავებულია. მშობლები, რომლებიც მსგავსს თემატიკას განიხილავენ შვილებთან, მუდმივად უნდა გაითვალისწინონ შვილების ასაკი და მათი საჭიროებები. ის ფაქტი, რომ სიყვარულის, ვნებისა და სხეულის აგებულობის საკითხები მშობელსა და შვილს შორის ღიად, თამამად განიხილება, არ ნიშნავს იმას, რომ შვილებს უღვიძებს რაიმე გრძნობას ან სექსუალური ხასიათის სურვილს. სექსუალურობა არის სიცოცხლის ერთგვარი ენერგია, რომელიც გადაეცემა კაცობრიობას მემკვიდრეობით, ამიტომ საკითხზე ღია მსჯელობის დროს, თქვენ მხოლოდ შვილის ჯანმრთელ განვითარებას უწყობთ ხელს.

როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია მსგავს სიტუაციაში? დააწკაპეთ შესაბამის სურათს



აქ მოცემულია რეკომენდაციები თქვენს შვილთან დიალოგისთვის

  • ადრეული ასაკიდანვე დაიწყეთ საუბარი შვილთან სიყვარულის, ადამიანის სხეულისა და ურთიერთობების შესახებ. თუ ორივე მშობელი შეთანხმებულია მსგავს თემებზე სასაუბროდ, ეს ამცირებს აკრძალვების დაწესებას ბავშვისთვის, რომელიც, როგორც წესი, ძალიან ხშირია ხოლმე.
  • დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული სიტყვები და პასუხები არის ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერისი. გამოიყენეთ ნაცნობი სიტყვები, როდესაც პატარა ბავშვებთან საუბრობთ გენიტალიებზე. უფროსკლასელებთან გამოიყენეთ ტერმინები “ასო”, “ვაგინა” და “სქესობრივი კავშირი”. ასაკით შედარებით პატარა ბავშვები არ ინტერესდებიან დეტალებით.
  • დარწმუნდით, რომ ყველა კითხვა სწორად გაიგეთ. დედა, როგორ გავჩნდი მე? – ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შვილს სურს, გაიგოს თქვენი ადგილსამყოფელი, ან საიდან მოდის შვილი
  • იყავით გულწრფელი! თუ არ გაქვთ კითხვაზე პასუხი, ან არ შეგიძლიათ აუხსნათ რომელიმე კონკრეტული სექსუალური მნიშვნელობის მქონე სიტყვა, აღიარეთ ეს და დაპირდით, რომ მოიძიებთ ინფორმაციას და მოგვიანებით გასცემთ პასუხს.
  • პასუხი ისე გაეცით, თითქოს მზად იყავით ამ კითხვისთვის და არ იყო უცხო თქვენთვის. თუ თქვენი შვილი სუპერ მარკეტში შეგეკითხებათ: “დედა, ქალს ააქვს ვაგინა?”. თავი შეიკავეთ პასუხის გაცემისგან და უთხარით, რომ: “კარგი კითხვაა, მოდი, ამაზე მოგვიანებით დავილაპარაკოთ სახლში, კარგი? ახლა ჩვენ საყიდლებზე ვართ.”
  • სახლის ყოველდღიური საქმიანობისას, დალაგებისას ან ჭურჭლის რეცხვისას, ეცადეთ შვილი თქვენთან დიალოგში ჩართოთ. ასეთ შემთხვევაში, საუბარი მეტად შინაურულია, არც ერთ მხარეს გამიზნულად არ უწევს თვალში ჩახედვა და ისე ლაპარაკი. ასეთი ფორმა მხარეებს გაუადვილებს საუბარს, რომელიც, როგორც წესი, სირცხვილს იწვევს ხოლმე.

დამატებითი ინფორმაცია/მასალები/ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ აქ:

“საუბარი ბავშვებთან თავიანთი სხეულისა და სქესობრივი განათლების შესახებ” დაფუძნებულია შემდეგ ლიტერატურას:

1 Landolt, Claudia und Claudia Marinka. 2016. «Wenn die Sexualität erwacht.» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, Dezember, 2. retrieved 29.11.2017.
https://www.fritzundfraenzi.ch/erziehung/sexualitat/wenn-die-sexualitat-erwacht

Bundeszentrale für gesundheitliche Aufklärung Deutschland. Liebevoll begleiten… Körperwahrnehmung und körperliche Neugier kleiner Kinder. Ein Ratgeber für Eltern zur kindlichen Entwicklung vom 1. bis zum 6. Lebensjahr. Broschüre, 10 ff.

Gnielka, Martin. Über Sexualität reden…Ein Ratgeber für Eltern zur kindlichen Sexualentwicklung zwischen Einschulung und Pubertät. Broschüre, ed.: Bundeszentrale für gesundheitliche Aufklärung Deutschland.

Landolt, Claudia. 2015. «Pubertät intim- vier Mythen zum Thema Sex.» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, November. retrieved 01.12.2017.
https://www.fritzundfraenzi.ch/erziehung/sexualitat/pubertat-intim-vier-mythen-zum-thema-sex

Landolt, Claudia und Claudia Marinka. 2016. «Wenn die Sexualität erwacht.» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, Dezember. retrieved 29.11.2017.
https://www.fritzundfraenzi.ch/erziehung/sexualitat/wenn-die-sexualitat-erwacht

Public Health Service Wales and Family Planning Association, London. 2012. Advice Sheet 1. How to talk to your children about sex and relationships. retrieved 16.03.2019.
How to talk to your children about sex and relationships

Watzlawick, Paul, Janet H. Beavin und Don D. Jackson.2017. Menschliche Kommunikation – Formen, Störungen, Paradoxien. 13. Aufl. Bern: Hogrefe.