შეამჩნიეთ, რომ თქვენი 10 წლის შვილის, ჯონის, საქციელი საკმაოდ შეცვლილია ბოლო კვირების განმავლობაში. მას აღარ სურს სკოლაში წასვლა და მუდმივად იმიზეზებს კუჭის ტკივილს, ან ცუდად ყოფნას დილაობით. წლის განმავლობაში ის არ ყოფილა დაპატიჟებული დაბადების დღეებზე, თუმცა წინა წელს ხშირად იღებდა სადღესასწაულო მოსაწვევებს. თქვენ ეჭვობთ, რომ ჯონი შესაძლებელია ბულინგს განიცდის მისი კლასელებისგან.
როგორია თქვენი რეაქცია?
თუ ეჭვები თქვენი შვილის ბულინგის შესახებ დასაბუთებულია, უნდა იმოქმედოთ!
აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ:
- ბულინგის შემთხვევები უნდა მოგვარდეს იქ, სადაც წარმოიქმნება. თქვენი ღელვის მიზეზის შესახებ ესაუბრეთ შვილის მასწავლებელს, სოციალური სამსახურის წარმომადგენელს ან სკოლის მრჩეველს. ჰკითხეთ მასწავლებელს ან სკოლის წარმომადგენლებს, თუ რას გვთავაზობენ ისინი პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე შეგიძლიათ ჩართოთ სკოლის დირექტორი და სკოლის ფსიქოლოგი.
- აუხსენით თქვენს შვილს: ”ჩვენ განვაგრძობთ ამ საკითხზე მუშაობას, მანამდე სანამ, არ დავრწმუნდებით, რომ თავს უკეთ გრძნობ”.
- დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების სასიამოვნო და დადებითი ასპექტები უარყოფითად არ მოქმედებს ახლა მასზე. მნიშვნელოვანია, გრძნობდეს, რომ ”მე მხარს მიჭერენ ის ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ და მაფასებს და ვისაც სიამოვნებს ჩემთან ყოფნა. მე მნიშვნელოვანი ვარ ამ ადამიანებისთვის და ეს მაძლიერებს. ყველაფრის მიუხედავად, კიდევ ბევრი რამ არის ჩემს ცხოვრებაში, რომლითაც შემიძლია ვისიამოვნო.”
” საუბარი ბავშვებთან ბულინგის შესახებ” დაფუძნებულია შემდეგ ლიტერატურას:
1 Heueck-Mauss, Doris. 2016. So rede ich richtig mit meinem Kind: Wie Worte wirken: Konflikte fair lösen: Stressfreier erziehen. Hannover: Humboldt, 3
2 Heueck-Mauss, Doris. 2016. So rede ich richtig mit meinem Kind: Wie Worte wirken: Konflikte fair lösen: Stressfreier erziehen. Hannover: Humboldt, 44
3 Gordon, Thomas. 2012. Familienkonferenz. Die Lösung von Konflikten zwischen Eltern und Kind. 3. Aufl. München: Heyne, 143 ff
Gordon, Thomas. 2012. Familienkonferenz. Die Lösung von Konflikten zwischen Eltern und Kind. 3. Aufl. München: Heyne.
Grolimund, Fabian. 2016. «… und alle schauen weg.» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, September, 11-27.
Grolimund, Fabian und Stefanie Rietzler. 2016. «Mein Kind wird gemobbt. Und jetzt?» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, September, 32-33.
Heueck-Mauss, Doris. 2016. So rede ich richtig mit meinem Kind: Wie Worte wirken: Konflikte fair lösen: Stressfreier erziehen. Hannover: Humboldt, 25 ff.
Watzlawick, Paul, Janet H. Beavin und Don D. Jackson.2017. Menschliche Kommunikation – Formen, Störungen, Paradoxien. 13. Aufl. Bern: Hogrefe.
Zimet, Nadine. 2015. «Einen Konflikt ohne Strafe austragen- ein Beispiel.» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, Dezember. retrieved 22.03.2019.
https://www.fritzundfraenzi.ch/erziehung/elternbildung/einen-konflikt-ohne-strafe-austragen-ein-beispiel