< Back


 

მუქარა, მორალური ლექციები და ცილისწამება ხელს არ უწყობს ხელსაყრელი კლიმატის განვითარებას თქვენსა და ქალიშვილს შორის გუალხდილი დიალოგის მისაღწევად. უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ქალიშვილი იწყებს დამოუკიდებლად ცხოვრების წარმართვას სქესობრივი სიმწიფის პერიოდში, რომელიც ასევე მოიცავს სასიყვარულო ურთიერთობებსაც. მაშინაც კი, როდესაც გიჭირს შენ ქალიშვილს აჩვენო, რომ შენ მუდამ მის გვერდით ხარ რთულ პერიოდში, თქვენი მხარდაჭერა ზუსტად ის არის რაც ამ ასაკის მოზარდს სჭირდება. დარჩით მშვიდათ და ყოველთვის მზად იყავით სასაუბროდ. გაამხნევეთ თქვენი ქალიშვილი მოუსმინოს საკუთარ გრძნობებს, როდის იქნება მზად პირველი სქესობრივი კავშირისთვის.

ბევრი მშობლის შეშფოთება შვილების სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით ზედმეტია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მოზარდმა სექსუალური ურთიერთობა ადრეულ ასაკში გამოსცადა (”10% ჰქონდა სქესი 14 წლამდე” 1), 17 წლის ბავშვების მესამედს არ ჰქონიათ სქესობრივი კავშირი.უფრო მეტიც, ვარაუდი, რომ მოზარდებში სექსი და სიყვარული ერთდროულად აღარ არის, არასწორია. პირიქით, დღევანდელ არასრულწლოვნებს სურთ ჰქონდეთ პირველი სექსუალური გამოცდილება პიროვნებასთან, რომელსაც ენდობიან და ვისთანაც ძლიერი გრძნობები აკავშირებთ. გარდა ამისა, ბევრ მოზარდს სრულად აქვს გათვითცნობიერებული იმის მოლოდინი, რომ ”პირველმა” სქესობრივმა კავშირმაც შეიძლება გამოიწვიოს ორსულობა და, შესაბამისად, ისინი იყენებენ უსაფრთხო კონტრაცეფციას. მიუხედავად ამისა, მოზარდთან საუბრისას თქვენ შეგნებულად უნდა შეეხეთოთ კონტრაცეფციის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის საკითხებს. რა სახის კონტრაცეფციის მეთოდები არსებობს? რა არის მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები? მიეცით თქვენს შვილებს შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გაანათლონ, იქნება ეს საკონსულტაციო მომსახურებით, ექიმთან ვიზიტით თუ სანდო ვებგვერდების საშუალებით.

ენდეთ თქვენს შვილს და ნუ შეშფოთდებით ბუნდოვანი შიშებითა და წინასწარ შექმნილი მცდარი აზრებით «დღევანდელი ახალგაზრდობ”-ის მიმართ.