პრობლემური ქცევის ამოცნობა

Living Democracy » Parents » 13 – 18 თინეიჯერები » მედიის გამოყენება » პრობლემური ქცევის ამოცნობა

< Back


პრობლემური ქცევის ამოცნობა

თინეიჯერ შვილებთან საუბრისას, დარწმუნდით, რომ ყურადღებას ამახვილებთ მედიის გამოყენების რისკებზე, განსაკუთრებით ციფრული მედიის. შეინარჩუნეთ კონტაქტი თქვენს შვილებთან და დაინტერესდით მათი საქმიანობით. დააკვირდით ქცევის შესამჩნევ ცვლილებებს და იყავით ფხიზლად.

თუ თქვენმა თინეიჯერმა შვილებმა აჩვენეს დაბალი მიღწევები სკოლაში ან მთლიანად იზოლირდნენ სოციალურად, თუ ნაკლები ფიზიკური ან ემოციური კეთილდღეობა ყოველდღიური მოვლენა გახდა, დაუკავშირდით სხვა რეკომენდებულ პირებს, მაგალითად კლასის დამრიგებლებს. მიმართეთ შეფასებისა და დახმარებისთვის.

ამ თავში შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ:
კიბერბულინგი
დამოკიდებული ქცევა
ძალადობა ინტერნეტში
პორნოგრაფია ინტერნეტში

როგორ ამოვიცნოთ კიბერბულინგი ?4

 

კიბერბულინგის ინდიკატორები მკაფიოდ არ არის ცნობილი, რადგან დამნაშავეები, დაზარალებულები და მაყურებლები ხშირად თავს არიდებენ მის გახმაურებას. თუმცა, კიბერბულინგი, რა თქმა უნდა, ცვლის დაზარალებული ბავშვების ქცევას. ისინი მიდრეკილნი არიან

  • … ხდებიან სოციალურად გარიყულები, არ მოსწონთ სკოლაში წასვლა. მცირდება მათი სასკოლო მიღწევები და მათი ინტერესები მნიშვნელოვნად იცვლება.
  • … ავლენენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიმპტომებს (მაგ. მადის ნაკლებობა, ძილის დარღვევა, სასოწარკვეთა, არასრულფასოვნებისა და დეპრესიის შეგრძნებები).
  • … აღარ სიამოვნებთ ინტერნეტის გამოყენება. ისინი ტოვებენ ონლაინ საუბარს, თუ სხვა ვინმე შეხედავს ეკრანს, ან ახალი ინფორმაციის და შეტყობინებების წაკითხვის შემდეგ ხდებიან შეშფოთებული და ორჭოფული.
  • … შესაბამისად უგულველყოფენ ნებისმიერ საუბარს ქცევის ან სხვა აშკარა ცვლილებების შესახებ, ან რეაგირებენ სირცხვილით და თავს არიდებენ კითხვებს.

რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს:

  • დახმარების გაწევა: ბავშვები უნდა დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მშობლებთან ისაუბრონ ინტერნეტში თავიანთი გამოცდილების შესახებ და რომ მათი ნდობა არ წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას.
  • აჩვენეთ ურთიერთგაგება: რეაგირებთ გონივრულად და თანაგრძნობით ბავშვის ქცევაში შესაძლო ცვლილებებზე.
  • სერიოზულად მოეკიდეთ საკითხებს: ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ სერიოზულად აღიქვამენ მათ პრობლემებს და დახმარებას მიიღებენ. თუ მშობლებს სურთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, სასარგებლოა ბავშვის ჩართვა დისკუსიებში და გამოსავლის ძიებაში.
  • არ დასაჯოთ: მობილური ტელეფონის გამოყენების აკრძალვა ან ინტერნეტის აკრძალვა არ არის სასარგებლო. კიბერბულინგი ზოგადად არ არის გამოწვეული ბავშვის არასწორი ქმედებით; დაზარალებულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გამოქვეყნდეს პირის ინტერნეტის ან მობილური მოწყობილობების გამოყენებისგან დამოუკიდებლად.
  • სკოლასთან დაკავშირება: შეიძლება გამოსადეგი იყოს ბავშვის სკოლაში პრობლემის მოგვარება, შევთავაზოთ, რომ კიბერბულინგი გახდეს საკლასო დისკუსიის საგანი.
  • დაეხმარეთ თქვენს თინეიჯერებს ეკრანული სურათების შეგროვებაში და შენახვაში, როგორც კიბერბულინგის მტკიცებულება. თუ დამნაშავეები ცნობილია, სთხოვეთ მათ წაშალოთ შესაბამისი ინფორმაცია. თუ ეს არ მოხდა, მიმართეთ პლატფორმის პროვაიდერს მიიღოს შესაბამისი ზომები.
  • კიბერბულინგის სერიოზული შემთხვევები უნდა ეცნობოს პოლიციას. ასევე შეიძლება მიზანშეწონილი იყოს წინასწარი იურიდიული კონსულტაციის გავლა.
  • ზოგადად ბულინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციი მისაღებად იხილეთ დოკუმენტი: “ბავშვებთან საუბარი ბულინგის შესახებ”

როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ დამოკიდებული ქცევა ?5

ონლაინ დამოკიდებულების შემთხვევაში, ადამიანის ცხოვრების ცენტრი გადადის რეალური ცხოვრებიდან ვირტუალურ რეალობაში. დაზარალებული პირები ხშირად უარს ამბობენ საკვებზე, ურჩევნიათ კომპიუტერთან ჩაბნელებულ ოთახში ცხოვრება, ვიდრე სხვებთან გარეთ გატარონ დრო და ისინი მუდმივად განიცდიან ძილის დეფიციტს. სხვა შედეგებია სკოლაში მიღწევების შემცირება, სოციალური გარიყულობა, თანატოლებთან ურთიერთობისადმი ინტერესის დაკარგვა.

რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს:

  • დააკვირდით ასაკობრივ ზღვარს კომპიუტერულ თამაშებთან მიმართებით.
  • შეინარჩუნეთ კონტაქტი თქვენს შვილებთან, მოთხოვეთ გაჩვენოთ თამაში, რომელსაც თამაშობენ და ესაუბრეთ მათი ონლაინ აქტივობების და საყვარელი ვებგვერდების შესახებ.
  • განიხილეთ, თუ როგორ შეიძლება თავგადასავლების წყურვილი და კუთვნილების შეგრძნება, აღიარება და წარმატება დაკმაყოფილდეს რეალურ სამყაროშიც.
  • ინტერნეტისა და თამაშების გადაჭარბებული მოხმარების შემთხვევაში: შეამცირეთ ვადა დღიურად ან კვირის განმავლობაში და ბავშვთან ერთად განიხილეთ იდეები ალტერნატიული დასასვენებელი აქტივობების შესახებ. როგორც ადრე შემოგთავაზეთ, მედიის გამოყენების ხელშეკრულება შეიძლება სასარგებლო იყოს ამ მხრივ.
  • თუ თქვენ ვეღარ შეძლებთ ბავშვთან კომუნიკაციას, მიმართეთ ექსპერტებს. ნარკომანიის რეგიონალური ცენტრების წარმომადგენლები ხშირად არიან დაკომპლექტებული სპეციალისტებით, „ონლაინ დამოკიდებულების“ სფეროში.

ძალადობის ასახვა ინტერნეტში 6

ძალადობა დღეს ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს მედიაში. კერძოდ, ციფრული მედია ჩვეული საფრთხის შემცველია იმით, რომ მოზარდები ძალადობის მრავალრიცხოვან გავლენას განიცდიან. უფრო მეტიც, რეალური ძალადობის სურათების ტირაჟირება სულ უფრო ფართოდაა გავრცელებული სმარტფონებზე თვითნაკეთი ვიდეოს შედეგად. ძალადობრივი მასალის მოხმარებას შეიძლება უარყოფითი გავლენა ქონდეს ბავშვებსა და მოზარდებზე: გაბრაზება, შიში, გაღიზიანება არის ის გრძნობები, რომელსაც მრავალი მომხმარებელი განიცდის. ანალოგიურად, ძალადობის მოხმარებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მათ ქცევაზე. ზოგიერთი სხვა რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, მოზარდები ძალადობისკენ მიდრეკილნი უფრო არიან, თუ ისინი ძალადობის მრავალრიცხოვან გამოვლინებებს უყურებენ.

რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს:

  • დარწმუნდით, რომ თქვენი მოზარდები მოიხმარენ მხოლოდ თამაშებსა და ვიდეოებს, რომლებიც მისაღებია მათი ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
  • გააუმჯობესეთ თქვენი ელექტრონული მედიის ტექნიკური დაცვა (მაგალითად, ბავშვთა დაცვის ფილტრით).
  • შეზღუდეთ თქვენი თინეიჯერი შვილების მედიის მოხმარება.
  • ესაუბრეთ თქვენს თინეიჯერ შვილებს მათი გრძნობების და შესაძლო შიშების შესახებ, მედიის მოხმარებასთან დაკავშირებით.

პორნოგრაფია ინტერნეტში 7

თუ მოზარდები ინტერნეტში ეძებენ გარკვეული თემების შესახებ ინფორმაციას, ადრე თუ გვიან ისინი პორნოგრაფიულ სურათებს წააწყდებიან. ინტერესი სექსუალურობისა და საკუთარი სხეულის მიმართ, ბუნებრივია და ჯანსაღ განვითარებას მიეკუთვნება. ამასთან, ძლიერმა სექსუალურმა სურათებმა შეიძლება შემაშფოთებელი ან თუნდაც შემზარავი გავლენა იქონიოს მოზარდებზე. პორნოგრაფიას ხშირად აქვს შემაშინებელი ზემოქმედება მოზარდებზე, რომელთაც სექსუალური ცხოვრება ჯერ არ დაუწყიათ ან მცირე გამოცდილება აქვთ ამ კუთხით რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, ბევრ ქვეყანაში კანონის საწინააღმდეგო არის პორნოგრაფიული სურათების ჩვენება ან მიწოდება არასრულწლოვნებზე (16 წლამდე ბავშვები).

თუ მოზარდები ქმნიან ეროტიკული ხასიათის მასალას საკუთარ თავზე (ფოტო ან ვიდეო) და გადასცემენ მასალას თავიანთი სიყვარულის ობიექტებს (ან თუნდაც მეგობრების ჯგუფებს), ამას ჰქვია სექსტინგი. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ამ მიმართულებით. ერთი მხრივ, ასეთი მასალების მიმღებლებს შეუძლიათ მისი გამოყენება მრავალი გზით (ტირაჟირების გამოყენება გამგზავნის თანხმობის გარეშე). მეორე მხრივ, არასრულწლოვნებს შეიძლება დაეკისროთ პასუხისმგებლობა, თუ ისინი შექმნიან და გაავრცელებენ პორნოგრაფიულ მასალებს. მშობლები უნდა გაეცნონ თავიანთი ქვეყნის კანონმდებლობას.

კიბერ ან ონლაინ გრუმინგს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ზრდასრული პირები უახლოვდებიან ბავშვებს ან მოზარდებს ინტერნეტში სექსუალურ აქტებში საბოლოოდ ჩართვის მიზნით. ინტერნეტის ანონიმურობა ხელს უწყობს ასეთ დამეგობრებას, პედოფილ დამნაშავეებს შესაძლებლობას აძლევს წარმოჩნდნენ თანატოლების სახით და დაიწყონ კონტაქტების მოძიება ბავშვებთან და მოზარდებთან. ამას შეიძლება სწრაფად მოჰყვეს სექსუალური ძალადობა: ექსგიბიციონიზმი, პორნოგრაფიული შინაარსის წერილი,შოკისმომგვრელი გამონათქვამები და მოქმედებები.

რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს:

  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა უზრუნველყონ შვილებთან ასაკის შესაფერისი დისკუსიები პორნოგრაფიის შესახებ და ქონდეთ შესაძლებლობა კითხვებზე პასუხის გასაცემად ან ადრინდელი ინფორმაციის გასარკვევად. სექსუალური განათლება ძალზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი განვითარებისთვის. ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, იხ. დოკუმენტები “ბავშვებთან საუბარი მათი სხეულისა და სექსუალობის შესახებ”  და “ბავშვებთან საუბარი სექსისა და სიყვარულის შესახებ”.
  • შესაძლებელია თქვენს კომპიუტერში X – მიკუთვნებული შინაარსის დაბლოკვა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი თინეიჯერი შვილები ალბათ მიიღებენ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას კომპიუტერის საშუალებით თავიანთი მეგობრებისგან. ამრიგად, მოუწოდეთ თქვენს შვილებს იმსჯელონ პროვოკაციული შინაარსის მასალებზე იმ პიროვნებასთან, რომელსაც ენდობიან.
  • გაითვალისწინეთ ვიდეოებისა და კომპიუტერული თამაშების ასაკობრივი ზრვარი.
  • “სექსტინგის” თემის შესახებ:
    გაესაუბრეთ თქვენს შვილს ინტერნეტში თვით-გამოსახულების თემასთან დაკავშირებით : როგორ გინდათ სხვებმა აღგიქვან? შეგიძლიათ შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ თქვენი კომპრომატული სურათები სკოლაში ან სხვაგან ვრცელდება თქვენი ნებართვის გარეშე?
    „კიბერგრუმინგის“ თემის შესახებ: აცნობეთ შვილებს, რომ მათ დაუყოვნებლივ უნდა მოგმართონ თქვენ თუ არსებობს რამე, რაც ”საშიშად” მოეჩვენებათ ან არ ასვენებს მათ ინტერნეტში, განსაკუთრებით ონლაინსაუბრის დროს. თუ დარღვევები მოხდა შეატყობინეთ სხვა მომხმარებლებს, დაბლოკეთ ისინი ან წაშალეთ ონლაინსაუბრის კონტაქტიდან. მოზარდებმა სიფთხილე უნდა გამოიჩინონ თავიანთი პირადი მონაცემების მიმართ ინტერნეტში. ანალოგიურად, არაგონივრულად არ უნდა გააგზავნონ საკუთარი ფოტოები ან ჩართონ თავიანთი ვებკამერები კომპიუტერში. შენმა თინეიჯერმა შვილმა არავის არ უნდა მისცეს ნება დაარწმუნოს ონლაინნაცნობს შეხვდეს მარტო.