თქვენს ერთი წლის შვილთან – მარკთან კარგად გაერთეთ. ერთად ააშენეთ დიდი სახლი და ციხე-კოშკი, სათამაშო კუბურებით. შემდეგ მანქანებს დაატარებდით ამ შენობების გარშემო და თქვენი აშენებული სახლი ნახევრად დაინგრა. მარკმა ბევრი წიგნი ჩამოიღო თაროდან. შედეგად იატაკზე უწესრიგოდ ყრია სათამაშო კუბურები, წიგნები, სათამაშო მანქანები და ბევრი სხვა რამ. როდესაც დალაგების დრო დგება, გინდათ რომ თქვენი ბავშვი მოგეხმაროთ, თუმცა მარკს ეს არ აინტერესებს, დაღლილია, თან მოშივდა და სათამაშოების აქეთ-იქით სროლას იწყებს.
გეცნობათ სიტუაცია? როდის ხდება მსგავსი რამ? როგორ რეაგირებთ მსგავს სიტუაციებზე?
ჩვენ გთავაზობთ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაართვათ თავი ამგვარ სიტუაციებს. თუმცა ჯერ გაეცანით რამდენიმე კითხვას, რომელიც გაგახსენებთ თქვენს განწყობასა და რეაქციებს ამგვარ სიტუაციებზე.
„ბავშვთან საუბარი საკუთარი კუთხის დალაგების შესახებ” ემყარება შემდეგ ლიტერატურას:
1 Heueck-Mauss, Doris. 2016. So rede ich richtig mit meinem Kind: Wie Worte wirken: Konflikte fair lösen: Stressfreier erziehen. Hannover: Humboldt, 74 ff.
Nolan, Virginia. 2016. «Die Macht der Sprache.» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, Oktober, 58-64.