სადავო საკითხები და სკოლის კულტურა – მოსწავლეების გამხნევება, რათა მათ თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები კლასში
Living Democracy » Principals » სადავო საკითხები » სადავო საკითხები და სკოლის კულტურა » სადავო საკითხები და სკოლის კულტურა – მოსწავლეების გამხნევება, რათა მათ თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები კლასშიმოსწავლეებს უჭირთ სადავო საკითხების შესახებ მსჯელობაში ჩართვა, თუ მათ არ აქვთ სკოლაში საჯაროდ გამოსვლების გამოცდილება. თუ მოსწავლეებს ხშირად ვაძლევთ კლასში საუბრის შესაძლებლობას, ისინი ეჩვევიან საკუთარი მოსაზრებების სხვების წინაშე გამოთქმას. ეს ეხმარება მათ უფრო მეტი თავდაჯერებით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას და მეტად იყვნენ მზად მსგავსი გამოცდილების მისაღებად.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის ის, რომ მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ უსმენენ, როდესაც ისინი საუბრობენ, და რომ საზოგადოება პატივისცემას გამოხატავს მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ შეხედულებების მიმართ.
თქვენ რითაც შეგიძლიათ დაეხმაროთ მასწავლებლებს, რათა მათ შეძლონ მოსწავლეებისათვის სათანადო გარემოს შექმნა და საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობის მიცემა, არის მათთვის ე.წ. საკონტროლო სიის მიწოდება, რომელიც მათ გაკვეთილის დაგეგმვისას უნდა გამოიყენონ. გარკვეული დროის მანძილზე ამ სიით სარგებლობის შემდეგ, მასწავლებლები აღმოაჩენენ, რომ ისინი საკონტროლო სიაში მოცემულ პირობებს ავტომატურად ასრულებენ. ამგვარი საკონტროლო სიით თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გაკვეთილების მონიტორინგისა და შეფასების დროსაც.
ქვევით გთავაზობთ საკონტროლო სიაში შესატანი საკითხების ნიმუშებს:
საკონტროლო სია – რამდენად ეძლევათ მოსწავლეებს საშუალება გაკვეთილზე თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები
გაკვეთილის განმავლობაში ეძლევათ მოსწავლეებს შემდეგი შესაძლებლობები?
კითხვის დასმა |
მოსაზრების გამოთქმა |
სხვა მოსწავლეებთან გასაუბრება |
პრაქტიკული წინადადებით გამოსვლა |
კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება |