სკოლაში ხანგრძლივი დღის შემდეგ, თქვენი 9 წლის ქალიშვილი მარიამი, დარწმუნებულია, რომ დაასრულებს საშინაო დავალებას. მცირე ხნიანი მცდელობის შემდეგ, იგი იმედგაცრუებულია, რადგან ვერ გაუმკლავდა საშინაო დავალების სირთულეს და დანებდა1.
ვის ეცნობა მსგავსი სიტუაცია? საშინაო დავალების შესრულების პრობლემა ხშირია ბევრ ოჯახში. მშობლები მუდმივად ამხენევებენ თავიანთ შვილებს საშინაო დავალების სათანადოდ შესასრულებისთვის. საშინაო დავალებები ითვლება მნიშვნელოვან სასწავლო შესაძლებლობად, რომლებზეც მოსწავლეებმა უარი არ უნდა თქვან. თუმცა მოსწავლეები ხშირად უარს ამბობენ სკოლის გარეთ დავალებების შესრულებაზე. ისინი ხშირად ვერ იაზრებენ მოცემულ დავალებებს, ხშირად არ აქვთ პასუხები. იმის გამო, რომ ხშირად მშობლები სამსახურებში არიან, ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა დახმარებისთვის მათ მიმართონ, მაშინ როდესაც მშობლებს, რომლებსაც სურთ თავიანთი შვილების დახმარება სწრაფად ხდებიან ე.წ “მასწავლებლების ასისტენტები”. ამრიგად, ასეთი მშობლები ადვილად აკონტროლებენ შვილებს და მათ მიერ დავალებების შესრულების ხარისხს. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები საშინაო დავალებების შესრულების დასახმარებლად?
ამოირჩიეთ შესაძლო ვარიანტებიდან ერთ-ერთი რეაქცია და მიჰყევით შესაბამისს რჩევებს!
რჩევები “საშინაო დავალების” შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად
პასუხისმგებლობის გადანაწილება! საშინაო დავალებაზე მუშაობა არის უშუალოდ მასწავლებლისა და მოსწავლის პასუხისმგებლობა. მშობლები ხშირად გადამეტებული პასუხისმგებლობისა და ბავშვების პროფესიულ მომავალზე ფიქრის გამო, ზეგავლენას ახდენენ შვილებზე დავალების შესრულების დროს. მოძალადეობრივად ნუ ჩაერევით შვილის დავალების შესრულების პროცესში, ეცადეთ ეს პასუხისმგებლობა გაუნაწილოთ თქვენს შვილს. ასეთი მიდგომით, მოსწავლე მეტად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ საქციელებზე და ხდება ბევრად თავდაჯერებული. პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, რათა თქვენმა შვილმა მშვიდად იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
როდესაც საშინაო დავალებების შესრულებას დიდი დრო სჭირდება… ეს შესაძლებელია მოხდეს მრავალი მიზეზით. დავალება ზოგჯერ ბუნდოვანი და გაუგებარია მოსწავლისათვის. თუმცა ასეთ დროს ბავშვები ცდილობენ მშობელი დაიხმარონ, რადგან მიაჩნაით, “როცა მე მაქვს პრობლემები, ჩემი მშობლები დამითმობენ დროსა და ყურადღებას”. ზოგჯერ, ბევრი მოსწავლე არის ზედმეტად გადატვირთული საშინაო დავალებების რაოდენობით, აქედან გამომდინარე, ისინი ვერ უმკლავდებიან და არიან იმედგაცრუებულები. გაარკვიეთ რატომ სჭირდება ამდენი დრო საშინაო დავალების მოსამზადებლად და ამის შემდგომ იმოქმედეთ ვითარებიის შესაბამისად.
მცირეხნიანი შესვენებები აუცილებელია! თუ ხშირად ხდება, რომ თქვენი შვილი იმედგაცრუებულია დავალების შესრულებასთან დაკავირებით, ან აქვს რაოდენობრივად ბევრი, შესაძლებელია დაეხმაროთ და შესთავაზოთ სამუშაო განრიგის შედგენა. გადაჭარბებულად ნუ შეაფასებთ პატარების შესაძლებლობას და აუცილებლად გაითვალისწინეთ მცირეხნიანი შესვენებები.
საშინაო დავალება, როგორც უთანხმოების მიზეზი? მასწავლებლები თქვენ შვილებს ექცევიანი თუ არა უსამართლოდ? რაიმე პრობლემა ხომ არ არის სკოლაში? თქვენი ბავშვი არის თუ არა რაიმე გაურკვევლობაში? საშინაო დავალების შესრულება/არ შესრულება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. დრო დაუთმეთ შვილების გრძნობების გაგებას, აღიქვით ისინი სერიოზულად. შეგიძლიათ ნახოთ სასარგებლო რჩევები “”ღია კომუნიკაციის”.
დაელაპარაკეთ თქვენი შვილის მასწავლებელს! თუ თვლით, რომ ზედმეტად ბევრი დრო სჭირდება ბავშვს საშინაო დავალების შესასრულებლად, ან არსებობს სხვა პრობლემა, დაუკავშირდით მასწავლებელს და გაარკვიეთ. ასე აიცილებთ კონფლიქტს სახლში.
“საუბარი ბავშვებთან საშინაო დავალების შესახებ” დაფუძნებულია შემდეგ ლიტერატურას:
1 Heueck-Mauss, Doris. 2016. So rede ich richtig mit meinem Kind: Wie Worte wirken: Konflikte fair lösen: Stressfreier erziehen. Hannover: Humboldt, 33 ff.
2 Heueck-Mauss, Doris. 2016. So rede ich richtig mit meinem Kind: Wie Worte wirken: Konflikte fair lösen: Stressfreier erziehen. Hannover: Humboldt, 32.
3 Heueck-Mauss, Doris. 2016. So rede ich richtig mit meinem Kind: Wie Worte wirken: Konflikte fair lösen: Stressfreier erziehen. Hannover: Humboldt, 44.
Braun, Liselotte. 2017. “Knatsch bei den Hausaufgaben- das muss nicht sein.» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, April, 18-19.
Council of Europe. 2016. Competences For Democratic Culture. Living together as equals in culturally diverse democratic societies. Strasbourg: Council of Europe Publishing, 41 f.
Heueck-Mauss, Doris. 2016. So rede ich richtig mit meinem Kind: Wie Worte wirken: Konflikte fair lösen: Stressfreier erziehen. Hannover: Humboldt, 25 ff.